15 ნოემბერი 2024,   16:44
ვრცლად
"ეს ქვეყნები არამხოლოდ ევროპას ეკუთვნიან, არამედ მათი ადგილი ევროკავშირშიცაა" - გერმანიის სახელმწიფო მინისტრი

ორი დღე რჩება ევროკავშირის ძალიან მნიშვნელოვან სამიტამდე, რომელზეც ნათელი გახდება გაითვალისწინებს თუ არა ევროკავშირის 27 ლიდერი იმ რეკომენდაციებს, რაც ევროკომისიამ ევროკავშირში გაწევრიანებისა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით სამ ასოცირებულ ქვეყანაზე - უკრაინაზე, საქართველოსა და მოლდოვაზე გასცა. შეხვედრაზე მისვლისას მინისტრებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერენ უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის, საქართველოსთვის კი მტკიცე ევროპული პერსპექტივის მინიჭებას.

გერმანიის სახელმწიფო მინისტრი ევროპისა და კლიმატის საკითხებში, ანა ლიურმანი აცხადებს, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არამხოლოდ ეკუთვნიან ევროპას, არამედ მათი ადგილი ევროკავშირშიცაა.

"რუსეთის აგრესიული თავდასხმის მიზანია, წინ აღუდგეს უკრაინის ძალისხმევას დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის. ის, ასევე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსა და მოლდოვასთვის. სწორედ ამიტომ, ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკომისიის შეთავაზებას, რომ ეს ქვეყნები ევროკავშირის წევრები გახდნენ. ეს არის მკაფიო სიგნალი, რომ ეს ქვეყნები არამხოლოდ ევროპას ეკუთვნიან, არამედ მათი ადგილი ევროკავშირშიცაა," - თქვა ლიურმანმა.


დღის ამბები