15 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
მე მგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს - ირაკლი კობახიძე

პრეზიდენტმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტო დაადო.

"ქართული ოცნება" პრეზიდენტისგან შენიშვნებს ელოდება. ამის მერე გადაწყვეტს, დაძლევს თუ არა ვეტოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ არ ელოდებიან სამართლიან არგუმენტებს და შენიშვნებს, რადგან კანონპროექტი საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებითაა მიღებული და პრეზიდენტის გადაწყვეტილება პოლიტიკურია.

"როდესაც კანონპროექტის განხილვა გრძელდება ორ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ვერცერთ შენიშვნას ვერ წარმოადგენენ და, საბოლოო ჯამში, იღებ კანონპროექტს, რომელიც არის მთლიანად თავსებადი საერთაშორისო სტანდარტებთან და სტრასბურგის პრაქტიკასთან, ამის შემდეგ კიდევ ვეტოს ადებენ, ძალიან მაინტერესებს, რა წერია ამ ვეტოში. ვერაფერი ეწერება სამართლებრივი. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გაუგებარია პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება.

სალომე ზურაბიშვილი თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას მთელი ამ დღეების განმავლობაში. ეს არის უკიდურესად სამწუხარო. მისი განცხადებები, რომ ვართ ჩამორჩენილები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ემსახურება. ჩამორჩენილი თუ არის ქვეყანა, გამოდის, რომ კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ მე მგონია, რომ საქართველო კი არ არის ჩამორჩენილი, სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს. სალომე ზურაბიშვილი თავისი რიტორიკით არის დასული სალომე სამადაშვილის დონეზე, რაც ძალიან სამწუხაროა," - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

დღის ამბები