ერთკვირიანი ვადა ორი მთავარი მოთხოვნისთვის - მოძრაობა "შინ ევროპისკენ" პრემიერ-მინისტრის გადადგომას და მთავრობის ახალ შემადგენლობას ითხოვს. ქვეყნის მთავარი გამზირიდან ნათქვამს, მმართველმა გუნდმა უარი უთხრა. "ქართული ოცნებისთვის" ეს მოთხოვნები პოლარიზაციის გაღრმავების წინაპირობაა.
"ის, რაც აქციაზე იქნა გაჟღერებული, არის აბსოლუტურად არაკონსტიტუციური და არ ჯდება იმ სულისკვეთებაში, რა სულისკვეთებაც დღეს უკვე ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით არის საქართველოს მიმართებაში. გამომდინარე აქედან, არანაირი ეს აბსურდული გადაწყვეტილებები მიღებული არ იქნება და პირიქით, ახლა არის უფრო მეტი კონსოლიდაციის დრო და უფრო მეტი ლიდერობის, განსაკუთრებით მთავრობის დრო, რათა ყველა ის მოთხოვნები და რეკომენდაციები, რაც ევროსაბჭოსა და ევროკომისიის მხრიდან იქნა გაცემული, დროულად იქნას შესრულებული," - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი.