15 ნოემბერი 2024,   16:31
ვრცლად
აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ზალკალიანმა ჯო ბაიდენს რწმუნებათა სიგელები გადასცა
აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი ამერიკის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდა და რწმუნებათა სიგელები გადასცა. 
 
რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში შედგა ხანმოკლე შეხვედრა ელჩსა და პრეზიდენტს შორის. დავით ზალკალიანმა პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ და დაუდასტურა, რომ საქართველო აშშ-ის სანდო და ერთგული პარტნიორია რეგიონში. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს მისი პირადი მხარდაჭერისთვის საქართველოს დასავლური მისწრაფებების მიმართ და აღნიშნა, რომ ამ კრიტიკულ სიტუაციაში ძალზედ მნიშვნელოვანია აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.
 
პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მას კარგად ესმის ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დასავლურ მისწრაფებებს. 
დღის ამბები