15 ნოემბერი 2024,   16:36
ვრცლად
წლის ბოლომდე განსაზღვრული ვადა და 12 დავალება - რას ფიქრობენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და რა სამოქმედო გეგმა არსებობს რეკომენდაციების შესასრულებლად

წლის ბოლომდე განსაზღვრული ვადა და 12 დავალება - გახდება თუ არა ევროპელი ლიდერების საერთო გზავნილი საერთო მიზანი ქართული პოლიტიკური სპექტრისთვის. რეკომენდაციებში, რომელმაც ქვეყანას კანდიდატის სტატუსი უნდა მოუტანოს, პირველ დავალებად დეპოლარიზაცია ჩაიწერა. მოთხოვნის შესასრულებლად ხელისუფლება ოპონენტებს კონსტრუქციულ დიალოგს სთავაზობს.

ოპოზიციაში ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ და აცხადებენ, რომ ეს ევროპული მომავლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორია. 

ოპოზიციაში იზიარებენ მოთხოვნას პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ 12-ივე პუნქტის შესრულება აუცილებელია, მისი თქმით, მთავრობას დიდი პასუხისმგებლობა ეკისრება. 

რეკომენდაციების შესრულების მნიშვნელობაზე საუბრობს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფის” წევრი პაატა მანჯგალაძეც, მისი თქმით, დეპოლაციზაცია და დეოლიგარქიზაცია აუცილებელია. 

მმართველი პარტიის წარმომადგენლები კი ოპონენტებს დეპოლარიზაციის გაღრმავებაში ადანაშაულებენ.

"მკაფიოდ გამოიხატა კონტურები, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ. აბსოლუტურდ პერსპექტიულია, რომ წლის ბოლომდე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგას. ბუნებრივია, რომ ოპონენტებს არ სიამოვნებდეთ წინსვლა, შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ამ პროცესს ხელი შეუშალონ. ფაქტი დაადასტურებს ამ წლის ბოლოს, რომ საქართველო ვითარდება ევროპული მომავლისკენ,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები