26 აპრილი 2024,   10:57
ვრცლად
 ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბება და ვადა მმართველ გუნდს- რა მოთხოვნები აქვს ოპოზიციას ხელისუფლებასთან 

რამდენიმე დღე ვადის ამოწურვამდე, მოძრაობა "შინ ევროპაში" წევრებმა 24 ივნისს, პარლამენტის წინ აქციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს, ამისთვის კი ხელისუფლებას ერთ კვირიანი ვადა მისცეს, რომელიც პარასკევს იწურება. მოთხოვნათა შორის არის ეროვნული თანხმობით ახალი მთავრობის ჩამოყალიბებაც.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ევროკავშირის მოთხოვნათა პირველი პუნქტის, პოლარიზაციის შესამცირებლად აუცილებელია და ეს ხალხის დაკვეთაც არის.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნებისთვის" იქნება ძალიან ჭკვიანური ნაბიჯი თუკი საპასუხო ნაბიჯს გადაგავენ. 

"დეპოლარიზაციის ყველაზე კარგი მაგალითი იქნება ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მიიღოს ის წინადადება, რომელიც გამომდინარეობს ჩვენი საზოგადოების მხრიდან. ჩვენ შევძელით საზოგადოების კონსოლიდირება ერთი კონკრეტული და მნიშვნელოვანი საკითხის გარშემო, რასაც საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება ჰქვია,"-აცხადებს ბაჩო დოლიძე.

პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი გრიგოლ გეგელიას ეროვნული თანხმობის ადმინისტრაცია მიაჩნია მნიშვნელოვნად, რადგან მას ექნება საზოგადოებაში მაღალი სანდოობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა გატარდეს სწორად.

დღის ამბები