"ქართული ოცნების" ქალთა ორგანიზაცია ბათუმში კონფერენციას მართავს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა კონფერენციის მონაწილეებს მიზნები და გამოწვევები გააცნო, ასევე წარადგინა რეგიონული საბჭოს ხელმძღვანელი და შემადგენლობა. აჭარაში ორგანიზაციის თავმჯდომარე თინათინ ზოიძე იქნება.
ქალთა ორგანიზაციამ ქვეყნის მასშტაბით უკვე 9 რეგიონში ჩაატარა კონფერენცია. დღესვე დაგეგმილია ოზურგეთში, ქალთა ორგანიზაციის გურიის რეგიონული კონფერენცის ჩატარდება.