დიდი ბრიტანეთის ელჩი, მარკ კლეიტონი თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში გამართულ კინოჩვენებას სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ეხმაურება და პოლიციის მიერ უზრუნველყოფილი უსაფრთხოების შესახებ წერს, რომ სამართალდამცველებმა ყველაფერი გააკეთეს, რათა კინოჩვენება უსაფრთხო გარემოში გამართულიყო.
"პატივისცემა მინდა გამოვხატო პოლიციის ოფიცრების მიმართ, რომლებმაც ბევრი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს კინოჩვენება გამართულიყო," - წერს დიდი ბრიტანეთის ელჩი მარკ კლეიტონი.
თბილისი პრაიდის კვირეულის ფარგლებში, გუშინ კლუბ "ხიდში" პირველი ღონისძიება გაიმართა, რომელსაც 250-მდე სტუმარი, მათ შორის საქართველოში აკრედიტებული ელჩები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.