NATO-ს მადრიდის სამიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს ტანია ფაიონს შეხვდა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი და მრავალმხრივი პოლიტიკური ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული საკითხები განიხილეს.
უწყების ცნობით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს. მხარეები მიესალმნენ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, განხორციელებულ რეფორმებსა და პროგრესს.