15 ნოემბერი 2024,   16:42
ვრცლად
ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში 3 ივლისის მზადებისთვის დაგეგმილი შეხვედრები ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე წარიმართა. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ხონსა და თელავში ჩავიდნენ, სადაც მოქალაქეებთან უნდა ესაუბრათ 3 ივლისს, დედაქალაქში დაგეგმილ აქციაზე.

აღნიშულ ფაქტს გამოხმაურება მოჰყვა პოლიტიკურ სპექტრში. 

"დაპირისპირება მიმდინარეობს დღეს "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებულ ადამიანებსა და მოსახლეობას შორის. ინტერესი მათი არის ისევ და ისევ ერთი, შეინარჩუნონ დაკავებული თანამდებობები, აიღონ ხელფასები და საერთოდ, თვალი დახუჭონ ქვეყნის ინტერესზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამას არ შევეგუებით," - ამბობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი ბაჩო დოლიძე. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიცია თავად ახდენს პოლარიზაციის პიკში აყვანას და შემდეგ უკვირს, ამ პოლარიზაციის გამო მოქალაქეებთან კონფლიქტი რომ აქვს. 

"ოპოზიცია, რომელსაც თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია, იმით, რომ აცხადებს მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ტექნიკური დემოკრატიული ლეგიტიმაციის არ მქონე მთავრობის შექმნას. ამ ოპოზიციას შემდეგ უკვირს, რომ პოლარიზაციაა და ამის გამო ადგილზე შეხვედრები რომ აქვს, კონფლიქტი ჰქონდეს მოქალაქეებთან, ეს არა თუ არათანმიმდევრული, არის პარადოქსული დამოკიდებულება," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები