04 სექტემბერი 2026,   16:14
ვრცლად
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის სერიის შეხვედრებს პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს, რომელიც  "აია არენაზე" 16 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება

ბათუმში იტალიის ნაკრებთან მოპოვებული ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ზაფხულის სერიის შეხვედრებს პორტუგალიასთან მატჩით დაასრულებს.

ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით სასტარტო შემადგენლობაში 8 ცვლილება განხორციელდა. მეასე სანაკრებო კეპს მოიხვეჭს და მეოთხე ქართველი "ცენტურიონი" გახდება სანდრო თოდუა.

გუნდს მოედანზე ოცდამეცხრამეტედ გაუძღვება კაპიტანი მერაბ შარიქაძე და ამ მაჩვენებლით, ნაკრების ყოფილ კაპიტანს ირაკლი აბუსერიძეს გაუტოლდება.

საქართველო-პორტუგალიის სარაგბო დაპირისპირება "აია არენაზე" 16 ივლისს, 18:00 საათზე დაიწყება.

დღის ამბები