15 ნოემბერი 2024,   18:27
ვრცლად
ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი საორგანიზაციო სხდომა გამართა

რა უნდა გაკეთდეს ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერებისთვის - ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების გეგმის ფარგლებში, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა პირველი სხდომა გამართა.

შეხვედრა ძირითადად საორგანიზაციო საკითხებს ეხებოდა, კომიტეტის ხელმძღვანელმა ჯგუფის წევრებს მუშაობის სპეციფიკა და პროცედურები გააცნო. სხდომაზე ცნობილი გახდა, რომ მომზადდება სფეროსთან დაკავშირებული სპეციალური კითხვარი და სამუშაო ჯგუფის წევრებს საკუთარი მოსაზრებების წარმოსადგენად 2-კვირიანი ვადა მიეცემათ. ჯგუფის შემადგენლობაში კანონმდებლებთან ერთად, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები შედიან.

დღის ამბები