03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
თვეზე მეტია, აეროპორტის სამთავრობო გასასვლელთან შეზღუდვები მოქმედებს

თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ე.წ. ვიპ გასასვლელში შესვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვით არის შესაძლებელი. აკრძალვა სამთავრობო გასასვლელის მთელ ტერიტორიაზე უკვე ერთი თვეა, მოქმედებს. ამკრძალავი ბარიერი მხოლოდ კონკრეტული სამთავრობო დელეგაციებისთვის იღება.

ტერიტორიის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მთავრობის დაკვეთით, სახელმწიფო უზრუნველყოფის სააგენტომ მიიღო. სახელმწიფო უწყებაში ამბობენ, რომ ამის მიზეზი მაღალი თანამდებობის პირების უსაფრთხოდ გადაადგილებაა. თუმცა, წლების განმავლობაში ამ ტერიტორიაზე, საგანგებო ბარიერების გარეშეც, მაღალჩინოსნები უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ.

სამთავრობო გასასვლელთან მდებარე ხუთზე მეტი გადამზიდავი კომპანიის და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შემოვლითი გზის გავლა უწევთ. ეს გზა კი მწყობროდან გამოსულია.

უზრუნველყოფის სააგენტოში ამბობენ,რომ ბარიერების აღმართვამდე გადამზიდავი კომპანიებისთვის ალტერნატიული გზის მოწესრიგება თბილისის მერიას დაავალეს. თუმცა, საბოლოოდ გადაწყვეტილება ისე მიიღეს, რომ ალტერნატიულ გზაზე ჯერ მოსამზადებელი სამუშაოებიც არ დაწყებულა.

რატომ არ დაიწყო მერიამ მთავრობის დავალების შესრულება, ამ დრომდე უცნობია. ნარმანიას უწყებაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. „კურიერის“ ინფორმაციით, მერიას გზის რეაბილიტაციის პროექტი ჯერ მზად არა აქვს.

დღის ამბები