პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ქართულმა დელეგაციამ ყაზახეთში ვიზიტი დაასრულა. ასტანას დატოვებამდე ყაზახეთის პრემიერის სახელით საქართველოს მთავრობის მეთაურის პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.
ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის დროს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა მის ყაზახ კოლეგას, ასევე ქვეყნის პრეზიდენტს. საუბრის ძირითადი თემა ორი ქვეყნის ურთიერთობებს, ტურიზმის, ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და სავაჭრო სფეროებში სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს შეეხებოდა. გაფორმდა რამდენიმე მემორანდუმი, მათ შორის, ორი ქვეყნის რკინიგზებს შორის.