03 ოქტომბერი 2024,   17:18
ვრცლად
ვინ მართავს ზუგდიდს?!

თბილისის მერიის შემდეგ ზუგდიდის თვითმართველობები. არასამთავრობო სექტორის ინფორმაციით, ქალაქის თვითმმართველ ორგანოებში ნასამართლევი პირები არიან დასაქმებულნი.

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდის თვითმმართველობის მაღალჩინოსნები სხვადასხვა ეკონომიკური დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.

სკანდალური ამ ჩამონათვალში ზუგდიდის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე არიან, რომელთაც გათავისუფლებიდან 2 წლის შემდეგ თანამდებობის დაკავების უფლება სასამართლომ ჩამოართვა.

კურიერისთვის ცნობილია, რომ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია სასჯელს თაღლითობისა და ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით იხდიდა.

დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვისთვის 7 წელი იხდიდა სასჯელს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია. სასამართლომ მას თანამდებობის დაკავება 2 წლით აუკრძალა.

კომენტარს არ აკეთებეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი,რომელიც "ფრეშ ნიუსის" ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისთვის გაასამართლეს. ის პატიმრობიდან 2012 წელს გათავისუფლდა. 

დღის ამბები