21 დეკემბერი 2024,   16:15
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები უნგრეთში სამუშაო ნებართვას გამარტივებული წესით მიიღებენ

უნგრეთის მთავრობამ საქართველო იმ ქვეყნების სიაში შეიყვანა, რომლის მოქალაქეებსაც გამარტივებული წესით მიეცემათ შესაძლებლობა სამუშაო ნებართვა მიიღონ, დროის განსაზღვრული პერიოდით-ამის შესახებ საქართველოსა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

"მოხარული ვარ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის დასაქმების გამარტივებული მექანიზმის დანერგვა უნგრეთის ყველაზე მოთხოვნად სექტორებში არის ჩვენი ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი თემა. მადლობას ვუხდი უნგრელ პარტნიორებს მზადყოფნისთვის, რომ საქართველო შევიდეს იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც სარგებლობენ გამარტივებული პროცედურით. ეს ჟესტი ჩვენი ქვეყნისადმი უნგრეთის ურყევი მხარდაჭერის კიდევ ერთი მაჩვენებელია. ვიმედოვნებ, რომ შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უახლოეს მომავალში დასრულდება", – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

წყარო "პრაიმტაიმი"

დღის ამბები