21 დეკემბერი 2024,   16:03
ვრცლად
არჩილ თალაკვაძე საჯარო სექტორში ხელფასების ზრდაზე: პრემიერის გადაწყვეტილება დროული და სწორია, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რომ ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის.

მისი თქმით, ახლა როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს ქვეყანას, დროა მათ ეს შრომა დაუფასდეთ

"პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება დროული და სწორია - ეკონომიკურ ზრდასთან ერთად საჯარო სექტორში ხელფასები უნდა გაიზარდოს, სხვაგვარად რთული იქნება პროფესიონალების შენარჩუნება სახელმწიფო სამსახურში. ყველა პროფესიონალი საჯარო მოხელე მადლობას იმსახურებს იმისათვის, რომ პანდემიის პერიოდში, ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად, ერთგულად ემსახურნენ თავის საქმეს და ბოლომდე დარჩნენ საჯარო სამსახურში. ახლა, როცა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, დროა მათ ეს დაუფასდეთ"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები