21 დეკემბერი 2024,   16:27
ვრცლად
ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს, ვახტანგ გომელაურმა პირადად მიუსამძიმრა

ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა ახლობლებს, ვახტანგ გომელაურმა პირადად მიუსამძიმრა. შს მინისტრი ოჯახებში იმყოფებოდა. რაც შეეხება გამოძიებას, მინისტრის თქმით, ვერსიებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე ახალი დეტალები არ არის გამოკვეთილი.

შინაგან საქმეთა მინისტრმა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, პირველი კომენტარი გააკეთა - ვახტან გომელაური კურიერმა ჩაწერა.

"ჩემი მეგობარი იყო ზაზა, არ იყო უცხო. ძალიან მძიმეა ჩვენთვის. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დადებენ ალბათ ექსპერტები დასკვნებს", - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური. 

დღის ამბები