21 დეკემბერი 2024,   15:57
ვრცლად
ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს საშუალება, საჯარო მოხელეების ანაზღაურება იყოს კერძო კომპანიების ანაზღაურებასთან შედარებით კონკურენტული - ჯანდაცვის მინისტრი

2026 წლამდე, ყოველ წელს, საჯარო მოხელეების ხელფასი მინიმუმ ათი პროცენტით გაიზრდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე ითქვა. 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი განმარტავს, რომ ეკონომიკური ზრდიდან გამომდინარე, სახელმწიფოს აქვს საშუალება, საჯარო მოხელეების ანაზღაურება იყოს კერძო კომპანიების ანაზღაურებასთან შედარებით კონკურენტული.

"წელს იყო 2017 წლის შემდეგ პირველი წელი, როდესაც ასე მასობრივად მოემატა ყველა საჯარო მოსამსახურეს ხელფასი,  10-პროცენტიანი ზრდა 1 იანვრიდან იყო.

ასევე, შემდეგ წლებშიც, გამომდინარე იქიდან, რომ გვაქვს კარგი ეკონომიკური ზრდა და შემოსავლების ნაწილში გვაქვს თანხების მობილიზება, აქვს სახელმწიფოს იმისი შესაძლებლობა, რომ საჯარო მოხელეების ანაზღაურება იყოს კერძო კომპანიების ანაზღაურებასთან შედარებით კონკურენტული. აქედან გამომდინარე იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული," - თქვა აზარაშვილმა.

დღის ამბები