21 დეკემბერი 2024,   17:56
ვრცლად
"გირჩი" და "მოქალაქეები" ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და ჩვენ ვამბობთ, რომ არა, არ ბრუნდება - მამუკა მდინარაძე

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ  ევრო-რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერზე არაფერი წერია.

მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც "გირჩი" და "მოქალაქეები" ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ითხოვენ. 

"პირველი - ევრო რეკომენდაციებში საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით არცერთი სიტყვა არ არის თქმული. მეორე - სააკაშვილი მოვა თუ წავა, არც ჩვენი საქმე არ არის და არც მათ არ ჰკითხავს არავინ. მესამე - სასაცილო მდგომარეობაში ვვარდებით, წარმოიდგინეთ, რა მოცემულობა გვაქვს, რომ "გირჩი" და "მოქალაქეები" ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდეს პოლიტიკაში და ჩვენ ვამბობთ, რომ არა, არ ბრუნდება. ამას წარმოიდგენდით ოდესმე? სასაცილო დასაწყისი ჰქონდა ამ ამბავს და ცოტა ირონიული პასუხი მომიწია. არ მგონია მთლად სერიოზული იყოს ასეთ საკითხებზე ამგვარად საუბარი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები