21 დეკემბერი 2024,   18:01
ვრცლად
თუ ავიღებთ უკრაინულ კანონს, ამ შემთხვევაში, ცალსახად, ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება ამ დეფინიციის ქვეშ - ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინული კანონით, ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება ოლიგარქიის დეფინიციის ქვეშ. მისი თქმით, უკრაინული მოდელის მიხედვით, ოლიგარქიის ცნების ქვეშ ხვდებიან ოპოზიციასთან დაკავშირებული კონკრეტული პირები.

"კანონპროექტი უნდა შემუშავდეს და ჩვენ შეგვიძლია საბაზისოდ ავიღოთ უკრაინული შესაბამისი კანონი. თუ ავიღებთ უკრაინულ კანონს, ამ შემთხვევაში, ცალსახად, ბიძინა ივანიშვილი არ ხვდება ამ დეფინიციის ქვეშ, მაგრამ ოპოზიციასთან დაკავშირებული კონკრეტული პირები, მათ შორის ე.წ. მედიამფლობელები როგორებიც არიან კეზერაშვილი, სააკაშვილი და ა.შ. ისინი ცალსახად ხვდებიან ოლიგარქიის ცნების ქვეშ. მაგრამ, ვნახოთ, ჯერ რა სახით მიიღება ეს კანონი. ჯერჯერობით, ჩვენ ვეყრდნობით უკრაინულ მოდელს, უკრაინული მოდელის მიხედვით ასეა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ოლიგარქი და კეზერაშვილი არის ოლიგარქი. დანარჩენი ვნახოთ.

არის 4 პოლიტიკური პარტია წარმოდგენილი ამ პროცესში, დანარჩენები არ არიან წარმოდგენილი. ესენი არიან რადიკალური დღის წესრიგის მქონე პოლიტიკური პარტიები. მაგალითად ნაცმოძრაობა, ლელო, ვაშაძის პარტია. მათ აქვთ საკუთარი რადიკალური დღის წესრიგი, პოლარიზაციის დღის წესრიგი, რაც პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში 12 პუნქტთან,“ - აცხადებს ირაკლი კობახიძე.  

დღის ამბები