21 დეკემბერი 2024,   17:59
ვრცლად
"ჩვენზე მიმდინარეობს ამ წუთასაც კიბერთავდასხმა, ათასობით შეფასება და ცუდი კომენტარი იწერება" - "დედაენის ბარის" მფლობელი

"დედაენის ბარის" წინააღმდეგ ორგანიზებული ინტერნეტკამპანია მიმდინარეობს. ბარის მფლობელი დათო ლაფაური ამბობს, რომ მათ სოციალურ ქსელებზე კიბერშეტევა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, გაურკვეველმა პირებმა გატეხეს ბარის ვებ-გვერდი და რუსეთის მოქალაქეების ნაწილი "დედაენის ბარს" გუგლსა და სოციალურ ქსელებში დაბალ შეფასებებს უწერს.

დათო ლაფაური მიზეზებზე დაზუსტებით ვერ საუბრობ, თუმცა, ბარის წინააღმდეგ დაწერილ ინტერნეტ კომენტარებსა და კიბერთავდასხმას რუსეთის მოქალაქეების გარკვეულ ჯგუფს უკავშირებს, რადგან ბარში ანტისაოკუპაციო პოლიტიკა მოქმედებს.

"ობიექტური მიზეზები ამ პროტესტების, ჩვენთვის არის უცნობი, ბოლო დროს გახშირდა რუსების მიერ ჩვენს მიმართ ერთი ვარსკვლავის დაწერა, განსაკუთრებით იმიტომ რომ ჩვენი ბარი დეკლარირებულად მხარს უჭერს უკრაინას. ჩვენზე მიმდინარეობს ამ წუთასაც კიბერთავდასხმა. ათასობით შეფასება და ცუდი კომენტარი იწერება," - ამბობს დათო ლაფაური

დღის ამბები