10 აგვისტო 2022,   08:19
ვრცლად
რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ორჯერ დაბომბეს

რუსულმა ჯარებმა ზაპოროჟიეში ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია ორჯერ დაბომბეს. სარაკეტო დარტყმები განხორციელდა ოკუპირებულ ქალაქ ენერგოდარზე. გასული დღე-ღამის განმავლობაში 5 ადამიანი ემსხვერპლა რუსული ჯარების თავდასხმებს დონეცკის ოლქში.

3 ადამიანი დაშავდა რუსული დაბომბვების შედეგად დნეპროპეტროვსკში. რუსულმა ძალებმა მორიგი ავიაიერიში მიიტანეს ქალაქ ნიკოპოლზე. განადგურებულია საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდა ათასობით ადამიანს.

გასული ღამის განმავლობაში ინტენსიურად იბომბებოდა სუმის ოლქი, ადგილზე 60 სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაშავებულია ერთი ადამიანი. აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. მძიმე ბრძოლები გრძელდება მიკოლაივის მიმართულებითაც.

დღის ამბები