21 დეკემბერი 2024,   18:05
ვრცლად
ჩემთვის ამ დრომდე გაურკვეველია ის მოტივები და გარემოებები, რაც დაედო საფუძვლად პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - გიორგი კალანდარიშვილი

ცესკოს მოქმედი თავმჯდომარისთვის პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა. გიორგი კალანდარიშვილის თქმით, მისთვის უცნობია ის მოტივები და გარემოებები, რის მიხედვითაც პრეზიდენტმა გადაწყვეტილება მიიღო.

"ჩემთვის ამ დრომდე გაურკვეველია ის მოტივები და გარემოებები, რაც დაედო საფუძვლად ამ გადაწყვეტილებას. ცესკოს თავმჯდომარის პოზიციაზე საქმიანობის წარმატებული წელი, შედეგები, პროგრესი და ამ ყველაფერთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიტიური შეფასება არჩევნების ადმინისტრირებასთან მიმართებაში, რომელსაც თავად პრეზიდენტიც იზიარებდა, რა თქმა უნდა, ამ ფონზე მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება," - აცხადებს კალანდარიშვილი. 

სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა, პრეზიდენტმა მოქმედი თავმჯდომარის წარდგენაზე უარი თქვა. გიორგი კალანდარიშვილს ვადა 15 აგვისტოს იწურება.

დღის ამბები