03 ოქტომბერი 2024,   15:18
ვრცლად
შსს-მ საზღვარზე 1 კილოგრამზე მეტი ოქროს უკანონოდ გადმომტანი დააკავა

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ოქროს შემოტანის ფაქტზე სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ედუარდ ე. დააკავა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.  

შსს-ს ცნობით, ამოღებლია 999,9 სინჯის ოქრო, რომელიც 1 კილოს და 297 გრამს იწონის და მისი საბაზრო ღირებულება 93 427 ლარს შეადგენს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქემ ოქროს ზოდები სომხეთის რესპუბლიკიდან, საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით, საქართველოში შემდგომი რეალიზაციის მიზნით შემოიტანა.

გამოძიება საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით. გამოძიებას აწარმოებს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო.

დღის ამბები