03 ოქტომბერი 2024,   17:16
ვრცლად
ირაკლი კირცხალია აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ასეთი განცხადება არის შეურაცხყოფის მიყენება საზოგადოებისთვის

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კირცხალია, ISFED-თან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ეს ქართული საზოგადოებისთვის შეურაცხყოფის მიყენებაა. მისივე თქმით, საელჩო ISFED-ის ცდომილების "უმეცარ შეცდომად" მონათვლას ცდილობს, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს ასე არ იყო.

"ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსგან ვისმენთ, რომ კარგით რა, რა გახდა ეს ISFED-იო, არ ვიცი რა დავარქვა ამას. რას ჰქვია, რა გახდა?! თითქოს, ეს უმეცარი შეცდომა იყო. რა იყო უმეცარი შეცდომა - ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობა იმ ვითომ არასამთავრობო ორგანიზაციების ორგანიზებით და კოლექტიური "ნაცმოძრაობისთვის" ამ კარტ-ბლანშის მიცემა?! არა, მეგობრებო, ეს არ იყო და ასეთი განცხადება არის პირდაპირ შეურაცხყოფის მიყენება საზოგადოებისთვის," - აცხადებს ირაკლი კირცხალია.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საელჩომ საელჩომ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ბანერი და დასვა შეკითხვა, რატომ აყენებს "ქართული ოცნება" აშშ-თან პარტნიორობას რისკის ქვეშ 1.8%-ის გამო. "ქართული ოცნების" მხრიდან ხშირი ცრუ განცხადებების საპასუხოდ, რომ 2020 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ISFED-ი სახელმწიფო გადატრიალებას შეეცადა, აღვნიშნავთ, რომ ISFED-ის მონაცემებით, 2020 წლის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება თავიდანვე დადასტურდა," - წერს საელჩო.

დღის ამბები