30 დეკემბერი 2024,   21:55
ვრცლად
"ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ აშშ-ს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია" - აშშ-ის საელჩო საქართველოში

"რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ აშშ-ს ბიძინა ივანიშვილისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის სანქციები არ დაუწესებია.

როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, "რადიო თავისუფლებას" საქართველოში შეერთებული შტატების საელჩოდან შემდეგი ტექსტი მისწერეს:

"ბიძინა ივანიშვილის ან მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ შეერთებულ შტატებს ფინანსური სანქციები არ დაუწესებია. აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი საჯაროდ აქვეყნებს ყველა ფინანსურ სანქციას."

შეგახსენებთ, რომ იქამდე ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ცნობა, რომ ბიძინა ივანიშვილის საზღვარგარეთ მცხოვრებ შვილებს საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდათ.

დღის ამბები