15 ნოემბერი 2024,   11:03
ვრცლად
"ამ წლების განმავლობაში "ქართულ ოცნებას" არ განუხორციელებია სასამართლო რეფორმა" - ანა ნაცვლიშვილმა კვლევის პრეზენტაცია გამართა

ანა ნაცვლიშვილმა კვლევის პრეზენტაცია გამართა. ეს არის 88 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს 2013 დან 2021 წლამდე პერიოდს, რა რეფორმები გატარდა სასამართლო სისტემაში.

ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს იყო ძირითადად საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც საფუძვლიანად ვერ შეცვალა სისტემაში არსებული ვითარება. მისივე განცხადებით, ეს არის ერთგვარი გზამკვლევი, თუ რა უნდა გაკეთდეს ძირეული რეფორმის შემთხვევაში.

"ამ წლების განმავლობაში "ქართულ ოცნებას" არ განუხორციელებია სასამართლო რეფორმა. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" განახორციელა არის საკანონმდებლო ცვლილებები, მაგრამ ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, მან უცვლელი დატოვა სასამართლო სისტემის ორი უმთავრესი კომპონენტი : პირველი, სასამართლოს დისკრედიტირებული კორპუსი და მეორე, სასამართლოს მართვის მანკიერი სისტემა. დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს შერჩევა იმ 5 არამოსამართლე წევრის. ხელოვნურად, ვიწრო ერთპარტიული ინტერესებით აბრკოლებს მრავალი თვეა "ქართული ოცნება". არამოსამართლე წევრების ძალაუფლება საბჭოში უნდა გახდეს რეალური და არა ფორმალური," - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები