21 დეკემბერი 2024,   16:53
ვრცლად
გადაიყვანეს თუ არა "აზოვის" მეთაური რუსეთში - რას ჰყვება უკრაინულ მედიასთან დენის პროკოპენკოს მეუღლე

"აზოვის" მეთაურის მეუღლე განცხადებით, მისი ქმარი რუსეთში გადაიყვანეს,-ამის შესახებ განცხადება დენის პროკოპენკოს მეუღლემ უკრაინულ მედიასთან გააკეთა.

ამასთან, მეუღლე ამბობს, რომ დენისის რუსეთში გადაყვანის შესახებ მან რუსული მედიიდან შეიტყო, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებსა და "წითელ ჯვარში" ეს ინფორმაცია არ დაუდასტურეს.

"მე მხოლოდ ის ვიცი, რომ დენისი გაიყვანეს რუსეთში და ეს არც დადასტურებულა. მესმის, რომ რუსეთმა "აზოვის" მეთაურები დამალა და ოფიცრებსაც მალავს, ველოდებით მოვლენების განვითარებას, მაგრამ ეს "წითელი ჯვრის" საქმეა, რომ პასუხები გამცეს. ამ დრომდე არ ვიცი, ზუსტად სად არის ჩემი ქმარი,"-აცხადებს

დღის ამბები