21 დეკემბერი 2024,   16:45
ვრცლად
შუახნის მამაკაცი, რომელიც თბილისის ზღვიდან უგონო მდგომარეობით ამოიყვანეს, გარდაიცვალა

უბედური შემთხვევა თბილისის ზღვაზე - შუახნის მამაკაცი ზღვიდან უგონო მდგომარეობაში გამოიყვანეს. მას ადგილზე პირველადი დახმარება გაუწიეს, თუმცა მამაკაცის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

"კურიერის" ინფორმაციით, მამაკაცს გულის პრობლემები ჰქონდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურები იყვნენ მობილიზებული, ტერიტორიაზე ექსპერტ-კრიმინალისტები კი ამ წუთებშიც მუშაობენ.

ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკვლევა 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები