"გემო ფესტის" მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტის ფარგლებში ფესტივალი ამბროლაურში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე პარკში 26-27 აგვისტოს გაიმართება. ფესტივალის ფარგლებში სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ რაჭული, ლეჩხუმური და სვანური კერძები.
ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ადგილობრივი ღვინოც. ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ტარდება. პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტრო-ტურიზმის განვითარება. ფესტივალის მონაწილეების მოძიებასა და მომზადებაში ჩართულები არიან, სოფლის განვითარების სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთის მხარის ადმინისტრაცია და გასტრონომიული ასოციაციები.