21 დეკემბერი 2024,   17:43
ვრცლად
რუსეთმა უცხოური სოციალური ქსელების მიმართ "იძულების ზომების" შესახებ გადაწყვეტილება მიიღო

რუსეთმა, უცხოური სოციალური ქსელების მიმართ, "იძულების ზომების" შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული სოციალურ ქსელებს ავალდებულებს, რომ წაიშალოს ის ინფორმაცია, რაც რუსეთის კანონმდებლობას არღვევს.

ამ დროისთვის დამრღვევთა სიაში "ტიკტოკი", "ზუმი" და "ტელეგრამი" მოხვდნენ.რუსეთის მარეგულირებელი სახელმწიფო კომპანიის თქმით, აღნიშნული ქსელები "რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ინტერნეტში უცხო პირთა საქმიანობის შესახებ" ფედერალური კანონით დადგენილი აკრძალული ინფორმაციის წაშლის პროცედურას არ ასრულებენ.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა 5 000-ზე მეტი საიტი და სოციალური ქსელი დაბლოკა, მათ შორისაა "ტვიტერი", "ფეისბუქი" და "ინსტაგრამი".

დღის ამბები