09 ოქტომბერი 2024,   18:15
ვრცლად
ხვალ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები და პარლამენტები უნდა აირჩიოს

უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში პრორუსი სეპარატისტები არჩევნებისთვის ემზადებიან. მოსახლეობამ ხვალ დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ლიდერები და პარლამენტები უნდა აირჩიოს.

რეგიონში დღეს სიჩუმის დღეა.

პრორუსი მებრძოლების მიერ დაგეგმილ არჩევნებს საერთაშორისო გაერთიანება არ აღიარებს. შეერთებულმა შტატების, ევროკავშირის, ეუთოსა და ნატოს შეფასებით, ეს უკრაინის კონსტიტუციისა და მინსკის შეთანხმების უხეში დარღვევაა.

პრორუსი სეპარატისტების არჩევნებთან დაკავშირებით სპეციალური განცხადების მიღებას გეგმავდა გაეროს უშიშროების საბჭოც. თუმცა, ის რუსეთმა დაბლოკა. დოკუმენტი გმობდა ე.წ. არჩევნებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები