16 ნოემბერი 2024,   23:53
ვრცლად
"ამ რეზოლუციაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი ისეთი რამ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" - ლევან მაჭავარიანი

"ამ რეზოლუციაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი ისეთი რამ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს" - პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანი საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ რეზოლუციას ეხმაურება.

მაჭავარიანი უცხოეთის მხრიდან ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაზე საუბრობს.

"ეს კიდევ ერთი მაგალითია, როგორი ჩარევა ხდება უცხოეთის მხრიდან ჩვენს შიდა საქმეებში. ამ რეზოლუციაში ჩვენ ვიხილეთ უამრავი ისეთი რამ, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს - მაგალითად, დაწუნებულია ანტი ლგბტ კანონი. კვლავაც არის ჩანაწერი ბატონი ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით და ბატონი ბიძინა ივანიშვილი რომ დე ფაქტო სანქციების ქვეშ იმყოფება უკვე 2 წელზე მეტია, ესეც ყველას კარგად მოგვეხსენება. აქ უკვე საუბარია, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე - ანუ სისხლიანი, მწამებელი რეჟიმის შემოქმედის გათავისუფლებაზე. ვერ ვხვდები, რატომ იზიანებენ საკუთარ რეპუტაციას ასეთი ტიპის ინსტიტუტები ჩვენი მოქალაქეების თვალში, ვინაიდან ყველამ იცის საქართველოში, რომ მიხეილ სააკაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო "კრიმინალი". ყველა ხვდება, რომ ეს არის უსამართლობა და აქ რაღაც სხვა ტიპის ინტერესებია. მითუმეტეს, სამ კვირაზე ცოტა ნაკლებია არჩევნებამდე დარჩენილი და ხაზს ვუსვამ, რომ ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ რამენაირად, გავლენა იქონიონ ჩვენი მოქალაქეების აზრის ფორმირებაზე, თუ რა გადაწყვეტილება მიიღონ მათ არჩევნების დროს," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები