03 მაისი 2024,   19:17
ვრცლად
GWP-ის შენობაში ხანძარი იყო

თბილისში, "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" შენობის სარდაფში ხანძარი იყო. 

როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სარდაფში, მცირე პერიმეტრზე იყო გავრცელებული, შედეგად კი, რამდენიმე დასაწყობებული ნივთი დაიწვა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

დღის ამბები