03 ოქტომბერი 2024,   15:13
ვრცლად
პატიმარმა და მისმა შვილმა თვითმკვლელობა სცადეს

სუიციდის მცდელობა ქუთაისში.  თვითმკვლელობა ჯერ მსჯავრდებულმა რუსლან პერტაიამ საპყრობილეში, შემდეგ კი მისმა შვილმა ბექა პერტაიამ ციხესთან სცადა.

პატიმარმა თვითმკვლელობის მიზნით მრავლობითი დაზიანებები მუცლის არეში მიიყენა, ხელი კი მიიჭედა. რაც შეეხება მის შვილს ბექა პერტაიამ  თავის დაწვა სცადა. 

მსჯავრდებული რუსლან პერტაია აცხადებს, რომ უსამართლოდაა დაკავებული.

გავრცელებული ინფორმაციით, პერტაია 23 აგვისტო თხილის ქურდობის ბრალდებით დაიჭირეს.

ამ დროისთვის ციხესთან მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟები. ციხესთან არის მობილიზებული სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადებიც.

ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ.

დღის ამბები