01 მაისი 2024,   08:39
ვრცლად
მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია - ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ავიაცია ჩაერთო

მესტიის მუნიციპალიტეტში ხანძარია. როგორც "რუსთავი 2-ს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს, ცეცხლის კერა დასახლებიდან მოშორებით გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ფოთლოვანი ტყის ქვედა საფარს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. ასევე არსებული ინფორმაციით, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია ავიაციაც.

ჯერჯერობით ხანძრის გამომწვევი მიზეზი კი უცნობია.

დღის ამბები