05 იანვარი 2025,   16:52
ვრცლად
"ბრიტანელ ხალხს ეს მთავრობა საერთოდ არ უნდა - ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს" - ილონ მასკი

ტრამპის ადმინისტრაციაში აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მომავალი თანახელმძღვანელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ბრიტანელ ხალხს არსებული მთავრობა არ უნდა. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის თქმით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.

"ბრიტანეთის ხალხს საერთოდ არ უნდა ეს მთავრობა. ახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს", - წერს ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

ბოლო დღეების განმავლობაში, მასკმა ბრიტანეთის მთავრობა არაერთხელ გააკრიტიკა. რამდენიმე დღის წინ მან კომენტარი გააკეთა შოტლანდიელი პოლიტიკოსების წერილზე, რომლითაც გამოთქვეს სურვილი, Tesla-მ ქვეყანაში საწარმო გახსნას. "ძალიან ცოტა კომპანია იქნება მზად, დიდ ბრიტანეთში ინვესტიცია ჩადოს მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში", - აღნიშნა კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელმა.

 

დღის ამბები