ზელენსკი ამბობს, რომ 20 იანვრის შემდეგ ტრამპს სავარაუდოდ მალე შეხვდება. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სატელეფონო საუბრისას ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, მას უთხრა, რომ ინაუგურაციის შემდეგ მის ვიზიტს ელოდება.
"ჩემი პრიორიტეტი ომის დასრულებაა და ამას გავაკეთებ", ციტირებს ტრამპის სიტყვებს ზელენსკი, რომელიც ამბობს, რომ არჩეულ პრეზიდენტს შეუძლია ომის დასრულებაში გადამწყვეტი როლი შეასრულოს.