05 იანვარი 2025,   17:42
ვრცლად
"არამხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც არავინ არ არის პოდოლიაკი და მითუმეტეს საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს" - გურამ მაჭარაშვილი

თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის განცხადება, რომელმაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრა. მიხეილ პოდოლიაკმა თქვა, რომ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა არ არის დაინტერესებული იმ პოლიტიკით, რომელსაც "ქართული ოცნება" ატარებს. მმართველი გუნდი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევისა და არეულობის შემოტანის მცდელობაზე საუბრობს.

"ხალხის ძალის" წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პოდოლიაკი არც უკრაინაში და არც საქართველოში "არაფერს წარმოადგენს":

"არამხოლოდ საქართველოსთვის, უკრაინისთვისაც არავინ არ არის პოდოლიაკი და მითუმეტეს საქართველოში მას არავითარი რეიტინგი არ აქვს. პირიქით, ანტი ქართულ განწყობებს ბადებს საქართველოში პოდოლიაკი, რომელიც თავიდან ბოლომდე გაშიფრულ გეგმაზე მაინც იმავეს იმეორებს, რომ საქართველოში თურმე მეორე ფრონტია გასახსნელი. ის უკრაინიზაცია, რაც მიიღო სამწუხაროდ უკრაინამ, აი ამ შედეგის მომტანია ზუსტად. პოდოლიაკი ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო და ჯერჯერობით არის ამ უცხოური ძალის წარმომადგენლობაში, რომელსაც ალაპარაკებენ მათ შორის საქართველოსთან დაკავშირებით,"- აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები