05 იანვარი 2025,   18:50
ვრცლად
საქსტატის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ 1,9% შეადგინა

ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფებმა მოახდინა. განახლებული მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. "საქსტატის" დირექტორი იმ მიმართულებებზეც საუბრობს, რამაც წლიური სტატისტიკის განსაზღვრაში მთავარი როლი ითამაშა და ფასები შეამცირა.

მონაცემები, რომელიც ინფლაციის დონეს განსაზღვრავს, მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბალია. ფინანსთა სამინისტროში სტატისტიკას, სწორ ეკონომიკურ პოლიტიკასა და ამ მიმართულებით, ბოლო წლებში არსებულ დადებით დინამიკას უკავშირებენ.

დაბალ ინფლაციას, მაღალ ეკონომიკურ ზრდას უკავშირებენ ექსპერტებიც. ეკონომისტები აქცენტს, დასაქმებისა და საშუალო ხელფასის ზრდაზე აკეთებენ.

ინფლაციის მაჩვენებლებთან დაკავშირებით განახლებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, თებერვალში გამოაქვეყნებს.

დღის ამბები