სამხრეთ კორეის პოლიცია ყოფილი პრეზიდენტის დაკავებას ცდილობს. უკვე რამდენიმე საათია 45 სპეც დანაყოფი და 3 ათასამდე პოლიციელი პრეზიდენტის რეზიდენციასთან არის მობილიზებული, თუმცა ოპერატიულ ღონისძიებებს ვერ იწყებენ, რადგან ტერიტორიაზე მომიტინგეები იმყოფებიან.
იყო დაპირისპირება ყოფილი პრეზიდენტის დაცვის სამსახურსა და სამართალდამცველებს შორის. ძალოვანმა უწყებებმა დაკავების ოპერაცია შეწყვიტეს. მიზეზად ადამიანების უსაფრთხოება დასახელდა.
14 დეკემბერს პარლამენტმა პრეზიდენტს უნდობლობა გამოუცხადა, მას ბრალად ედება საომარი მდგომარეობის უკანონოდ გამოცხადება, ამბოხება და სახელმწიფო ღალატი. სასამართლომ მისი დაკავების ორდერი გასცა.