05 იანვარი 2025,   17:06
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილი - მწუხარებას გამოვთქვამ ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი,  დედაქალაქის ყოფილი მერის, პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო, მწუხარებას გამოთქვამს. 

"მწუხარებას გამოვთქვამ დედაქალაქის ყოფილი მერის, პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, თბილისის საპატიო მოქალაქის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ნიკო, ასევე იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ერთ-ერთი ხელმომწერი. თანაგრძნობას ვუცხადებ ღირსეული ქართველის - ნიკო ლეკიშვილის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს,"- წერს მიხეილ ყაველაშვილი. 

დღის ამბები