05 იანვარი 2025,   18:52
ვრცლად
ორი თავდასხმა და ორი სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ტერორიზმის მუხლით აღიძრა - იყო თუ არა კავშირი ორლეანში მოწყობილ ტერაქტსა და ტრამპის სასტუმროსთან მომხდარ აფეთქებას შორის

დღეს ნიუ ორლეანის მოსახლეობა, ახალი წლის ღამეს თავდასხმის შედეგად დაღუპულებს გლოვობს. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ "ფორდის" ტიპის პიკაპი ახალი წლის აღსანიშნავად გამოსულ მოქალაქეებს მაღალი სიჩქარით გამიზნულად შეეჯახა, რის შემდეგაც მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და გამვლელების მისამართით სროლა დაიწყო.

პირველი იანვრის ღამეს, დამნაშავე ელექტრომობილით გამიზნულად ხალხში იმ დროს შევარდა. როდესაც ადგილზე შეკრებილები ნიუ ორლეანის, ფრანგულ უბანში, ბურბონ სტრიტზე ახალ წელს ზეიმობდნენ. თავდასხმის შემდეგ ჯაბაარი ავტომობილიდან გამოვიდა და გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. პოლიციამ მისი ლიკვიდაცია მოახდინა. ბოლო მონაცემებით თავდასხმას 15 ადამიანი ემსხვერპლა, 35 დაიჭრა.

ამერიკის დაზვერვის ფედერალურმა ბიურომ მომხდარს ტერორისტული აქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდამსხმელი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა. ბრალდებულის მანქანაში ნაპოვნია ტერორისტული ორგანიზაციის ""ისლამური სახელმწიფოს"" დროშა და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორისტულ ორგანიზაციას არ აუღია.

თავდამსხმელი, 42 წლის, შამსუდ-დინ ჯაბარი, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ვეტერანი, აღმოჩნდა, მომხდარი თავდასხმის გამო თეთრ სახლში მოქმედმა პრეზიდენტმა უშიშროების უწყებების ხელმძღვანელებთან საგანგებო სხდომა ჩაატარა.

მომხდარის გამო, ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა, პროკურორები, საგამოძიებო უწყებები და იუსტიციის სამინისტრო გააკრიტიკა. ტრამპმა საკუთარი მოსაზრება საკუთარ სოციალურ გვერდზე გაავრცელა.

პოლიცია, ახალ ორლეანში და ლას- ვეგასში ტრამპის სასტუმროსთან მომხდარ თავდასხმებში შესაძლო კავშირების არსებობის შესაძლებლობას ამოწმებს. ამ დროისთვის ამ ორ თავდასხმას შორის კავშირი არ დასტურდება, თუმცა BBC წერს, რომ ორივე თავდამსხმელმა, ავტომობილის დასაქირავებლად ერთი და იგივე აპლიკაცია გამოიყენა და ორივე ჩრდილოეთ კარლონას "ლიბერთი ფორტის" სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

პირველ იანვარს, სასტუმროს შესასვლელთან, რომელიც ამერიკის არჩეული პრეზიდენტის ბრენდს ეკუთვნის, ტესლას მარკის ავტომობილი აფეთქდა. დაიღუპა ერთი ადამიანი, შვიდმა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო. თავდამსხმელს მანქანაში საწვავით სავსე ავზები და პიროტექნიკა ჰქონდა.

"ტესლას" პიკაპის მძღოლი, რომელმაც ტრამპის სასტუმროსთან აფეთქება მოაწყო, ამერიკის შეერთებული შტატების სპეცდანიშნულების რაზმში მსახურობდა. პოლიციის ვარაუდით მან აფეთქებამდე პისტოლეტის თავში გასროლით თავი მოიკლა.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე.

დღის ამბები