საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი თბილისის პირველი მერის, ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარებას გამოთქვამს.
"ვწუხვარ პარლამენტის სამი მოწვევის წევრის, ბატონი ნიკო ლეკიშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახსა და მეგობრებს," - წერს შალვა პაპუაშვილი Facebook-ზე.