რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. მოქალაქეები პარლამენტის შენობასთან არიან შეკრებილები. ქვეყნის მთავარი გამზირი გადაკეტილია, უცვლელია დემონსტრანტების მოთხოვნებიც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, პროტესტი გაგრძელდება მანამ, სანამ არ დაინიშნება ახალი აჩეჩვინებ და არ გათავისუფლდებიან აქციაზე დაკავებული პირები.
ადგილზე რამდენიმე საპატრულო ეკიპაჟი და სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა იმყოფება.