05 იანვარი 2025,   18:45
ვრცლად
მიხეილ ყაველაშვილს სი ძინ პინმა ინაუგურაცია მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტს ინაუგურაცია მიულოცა სი ძინპინმა. ჩინეთის პრეზიდენტის მილოცვის ტექსტი სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა.

"მე დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების განვითარებას და მზად ვარ, ბატონ პრეზიდენტთან ერთად, ვიმუშაო ორი ქვეყნის ტრადიციული მეგობრობის გასაგრძელებლად, ორმხრივი სარგებლის მომტანი თანამშრომლობის გასაღრმავებლად და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების უფრო მეტად გასავითარებლად, რაც უკეთ ემსახურება ორივე ქვეყნის ხალხის კეთილდღეობას," - განაცხადა სი ძინ პინმა.

მისივე თქმით, მხარეები განაგრძობენ პოლიტიკური ურთიერთნდობის განმტკიცებას და „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის ფარგლებში თანამშრომლობა ნაყოფიერი, საერთაშორისო კოორდინაცია კი ეფექტურია.

დღის ამბები