21 დეკემბერი 2024,   17:57
ვრცლად
რუსეთის ომი უკრაინაში და მისი შედეგების ზეგავლენა მსოფლიოზე - პრაღაში ორი არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს

რუსეთის ომი უკრაინაში და სამხედრო კონფლიქტის შედეგების ზეგავლენა მსოფლიოზე - ეს ის საკითხებია, რის გამოც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები ჩეხეთში შეიკრიბნენ. დღევანდელი შეხვედრის შედეგად გადაწყდა უკრაინული არმიისთვის დამატებითი, მაღალი დონის სამხედრო წვრთნების ჩატარება და ქვეყნისთვის სხვადასხვა დახმარების გაგრძელება.

პრაღაში ვიზიტის დროს, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებმა ევროპული გაერთიანების თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
 
თავდაცვის მინისტრების შემდეგ, დისკუსია ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შორისაც შედგა. გაერთიანების პირველმა დიპლომატებმა, რუსეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ვიზებზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე იმსჯელეს.

მინისტრებმა შეცვლილ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეც ისაუბრეს და აღნიშნეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახალ რეალობაში აღმოსავლეთ პარტნიორობის ადაპტირება.

ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები შეხვედრებს ორი დღის განმავლობაში გამართავენ. დისკუსია ხვალაც გაგრძელდება, სადაც მონაწილეობას უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას საგარეო უწყების ხელმძღვანელებიც მიიღებენ.

დღის ამბები