რამდენიმე წუთში ესპანეთი-ბულგარეთის საკალათბურთო დაპირისპირება დაიწყება.
"ევრობასკეტი 2022" დღეს ოფიციალურად გაიხსნა. პირველად საქართველოს ისტორიაში, კალათბურთში ევროპის ჩემპიონატს, სამ ევროპულ ქალაქთან ერთად, თბილისი მასპინძლობს.
თამაშის დაწყებამდე მოლოდინებზე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ისაუბრა.
"ესპანეთის ნაკრებში თაობათა ცვლა მიმდინარეობს, 12-დან 8 მოთამაშეს არასდროს უთამაშია ასეთ მნიშვნელოვან ტურნირზე, მაგრამ ჩვენ ამის შიში არ გვაქვს. ახალგაზრდებისგან კი გვაქვს მოლოდინი, რომ ისინი დიდი მოტივაციით და შემართებით ითამაშებენ. ამ დროის განმავლობაში აქტიურად ვვარჯიშობდით, რათა "ევრობასკეტს" მზად შევხვედროდით. ჩვენ პატივს ვცემთ მეტოქეს, მათ შესანიშანვი გუნდი ჰყავთ, სადაც 2 უმაღლესი დონის მოთამაშე ასპარეზობს. მე ვფიქრობ რომ მზად ვართ და ბულგარეთის ეროვნული ნაკრების დამარცხება შეგვიძლია," - განაცხადა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელმა სერჯო სკარიოლომ.
რაც შეეხება საქართველოს, დღეს საქართველოს ნაკრები გუნდის ლიდერის გარეშე ითამაშებს, თორნიკე შენგელია ტრავმირებულია. საღამოს 21:00 საათზე ერთმანეთს საქართველო და ბელგია დაუპირისპირდებიან. საქართველოს ეროვნული ნაკრები სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარემ პაატა გურასპაულმა ისაუბრა.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი