09 ოქტომბერი 2024,   18:19
ვრცლად
ჰელოუინი ტრადიციულად ყველაზე მასშტაბურად შეერთებულ შტატებში აღნიშნეს

ჰელოუინი ტრადიციულად ყველაზე მასშტაბურად შეერთებულ შტატებში აღნიშნეს. დღესასწაულს ქვეყნის პრეზიდენტის ოჯახიც შეუერთდა. ობამებმა თეთრ სახლში ადგილობრივ სკოლის მოსწავლეებსა და სამხედრო ოჯახების შვილებს უმასპინძლეს.

ბარაკ და მიშელ ობამებმა ფერად კოსტიუმებში გამოწყობილ პატარებს საჩუქრები დაურიგეს.

დღესასწაულთან დაკავშირებით საგანგებოდ გააფორმეს თეთრი სახლიც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობა და ეზო სხვადასხვა ზომის 200–მდე გოგრით იყო მორთული.

დღის ამბები